Accentnews.ge
საფრანგეთის პრემიერობის ულტრამემარჯვენე კანდიდატმა აღიარა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს

საფრანგეთის პრემიერობის ულტრამემარჯვენე კანდიდატმა აღიარა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს

25/06/2024 08:47:43 მსოფლიო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენეების ლიდერმა ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ მზადაა რუსეთთან წინააღმდეგობისთვის, თუ პრემიერ-მინისტრი გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება. წერს Reuters.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბრალდებების ფონზე, რომ "ნაციონალისტურ გაერთიანებას" არ შეუძლია საფრანგეთის დაცვა მოსკოვზე დამოკიდებულების გამო, ბარდელამ თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია საფრთხეს წარმოადგენს.

”მე რუსეთს განვიხილავ, როგორც მრავალგანზომილებიან საფრთხეს როგორც საფრანგეთისთვის, ასევე ევროპისთვის”, - თქვა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, დღეს რუსეთის ფედერაცია გამოწვევებს უქმნის საფრანგეთის ინტერესებს და ამას აკეთებს თვეების და წლების განმავლობაში „ჩვენი ისტორიული გავლენის სფეროში“, მათ შორის, აფრიკაში, შავ ზღვაზე.

”მე ვიქნები უკიდურესად ფხიზლად რუსეთის, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსა თუ ძალის ჩარევის მცდელობის მიმართ,” - თქვა ბარდელამ.

მან ასევე დაადასტურა, რომ არ აპირებს, ეჭვქვეშ დააყენოს საფრანგეთის მიერ აღებული ვალდებულებები საერთაშორისო ასპარეზზე, კერძოდ, უკრაინასთან დაკავშირებით, ამასთან, გაიმეორა, რომ ამ საკითხში არის ზღვარი, რომელსაც მისი მთავრობა არ გადაკვეთს.

„მიუხედავად იმისა, რომ მე მხარს ვუჭერ უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას ლოგისტიკისა და თავდაცვითი აღჭურვილობით, ჩემს წითელ ხაზად რჩება შორი დისტანციის რაკეტები ან ნებისმიერი სამხედრო ტექნიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ესკალაცია. ამაში ვგულისხმობ ყველაფერს, რითაც შეიძლება პირდაპირ დაარტყან რუსეთის ქალაქებს“, - აღნიშნა ულტრამემარჯვენეების ლიდერმა.

ბარდელამ ასევე აღნიშნა, რომ ის არ დაუშვებს ფრანგული ჯარების გაგზავნას უკრაინაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S