
უკრაინა: გასულ 24 საათში რუსებმა დონეცკის რეგიონი 2 166-ჯერ დაბომბეს
25/06/2024 09:25:34 მსოფლიო
დონეცკის რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა დონეცკის რეგიონი 2 166-ჯერ დაბომბეს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმების შედეგად დაზიანდა 88 სამოქალაქო ობიექტი და 57 საცხოვრებელი კორპუსი.
"პოლიციამ რეგიონის ტერიტორიაზე მტრის 2 166 დარტყმა დააფიქსირა... განადგურდა 88 სამოქალაქო ობიექტი - 57 საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა, მაღაზიები, მანქანები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია ანგარიშში.
პოლიციის ცნობით, რუსებმა "ისკანდერებით" დაარტყეს პოკროვსკს, რა დროსაც დაიღუპა 5 და დაშავდა 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაზიანდა 19 კერძო სახლი.