Accentnews.ge
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა

25/06/2024 11:16:46 მსოფლიო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ექს–მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა. ორივე სამხედრო დანაშაულებსა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი.

ორდერები გაცემულია "უკრაინის სიტუაციის კონტექსტში საერთაშორისო დანაშაულებზე, რომლებიც მინიმუმ, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან, სულ მცირე, 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდშია ჩადენილი", – ნათქვამია საერთაშორისო სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზი.

შოიგუსა და გერასიმოვს სავარაუდო პასუხისმგებლობა ეკისრებათ ომის დანაშაულებზე, რომლებიც სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო დარტყმებში, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გადაჭარბებული თანმდევი ზიანის მიყენებაში, ასევე ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებში გამოიხატა, კერძოდ, არაადამიანური ქმედებების სახით.

ცნობისთვის: პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შოიგუ თანამდებობიდან მაისში გადააყენა. მის ადგილ ანდრეი ბელეუსოვი იკავებს. იმავე სასამართლოს 2022 წლის მარტში თავად პუტინის დაპატიმრების ორდერიც აქვს გაცემული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S