Accentnews.ge
ირანში დააკავეს თვითმფრინავის ჩამოგდების ამსახველი ვიდეოს გავრცელებაში ეჭვმიტანილი

ირანში დააკავეს თვითმფრინავის ჩამოგდების ამსახველი ვიდეოს გავრცელებაში ეჭვმიტანილი

15/01/2020 05:37:32 მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავისთვის რაკეტის მოხვედრის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში.

სააგენტო „ფარსი“ ირანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავება უკავშირდება ინციდენტის გარემოებების დადგენას. საუბარია ვიდეოჩანაწერზე, რომელიც სოციალური ქსელებით 9 იანვარს გავრცელდა, ირანის ხელისუფლების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებამდე.

ამასთან, ირანელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა, ამჟამად ლონდონში მყოფმა ნარიმან გარიბმა, რომელმაც ეს ჩანაწერი პირველმა გაავრცელა, განაცხადა, რომ წყარო, რომლისგანაც ვიდეომასალა მიიღო უსაფრთხოდაა და ირანის ხელისუფლებამ სინამდვილეში სულ სხვა ადამიანი დააკავა.

ამასთან, 14 იანვარს ინტერნეტით გავრცელდა ვიდეომეთვალყურეობის კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, სამგზავრო თვითმფრინავს დაახლოებით 30 წამის ინტერვალით ორი რაკეტა მოხვდა. ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა ამერიკულმა გამოცემამ „ნიუ-იორკ ტაიმსმა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S