
დანიის საგარეო უწყება: ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დანია 21 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს
25/06/2024 11:40:51 მსოფლიო
ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დანია 21 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანიის მიერ თანხების გამოყოფა 2030 წლამდე იგეგმება და მიზანს ადმინისტრაციული სტრუქტურებისა და კანონმდებლობის შექმნაში უკრაინისა და მოლდოვის დახმარება წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს.