
აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს სულ მცირე, 1 ოქტომბრამდე არ გახსნის
25/06/2024 12:13:46 კავკასია
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწესებული სპეციალური რეჟიმი კიდევ ორი თვით, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი.
„ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა 2024 წლის 1 ოქტომბრის 06:00 საათამდე გაახანგრძლივეთ“, - აღნიშნულია წერილში.
გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყნის სახმელეთო საზღვრები დაკეტილია 2020 წლის გაზაფხულიდან. ბაქომ განაცხადა, რომ შეინარჩუნებს საკარანტინო რეჟიმს, „სანამ საჭირო იქნება“. ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით. ამავდროულად, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ რესპუბლიკის დატოვება სახმელეთო გზით.
საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა არაერთხელ ისაუბრეს სახმელეთო საზღვრების გახსნის აუცილებლობაზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს გამოაცხადა გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულება COVID-19 პანდემიის გამო.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021