
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
25/06/2024 13:36:58 ეკონომიკა
25 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 3.26 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8357 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.41 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0410 ლარი გახდა.