ერაყში, კოალიციური ჯარების ბაზაზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

15-01-2020 10:18:24 მსოფლიო

ერაყში, სამხედრო ბაზაზე, რომელზეც კოალიციური და ძირითადად ამერიკული ჯარები იმყოფებიან, კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა.

მედიის ცნობით, ბაზაზე, რომელიც დედაქალაქ ბაღდადიდან 85 კილომეტრში მდებარეობს, სულ მცირე ორი „კატუშას“ ტიპის რაკეტით დაესხნენ თავს.

ჯერჯერობით, პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები