
26-27 ივნისს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 91-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება
25/06/2024 15:16:28 რეგიონები, რეკლამა
26-27 ივნისს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 91-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 26 ივნისის 23:00 საათიდან 27 ივნისის 07:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.