Accentnews.ge
კრემლი ინდოეთის პრემიერის ვიზიტს აანონსებს

კრემლი ინდოეთის პრემიერის ვიზიტს აანონსებს

25/06/2024 15:48:04 მსოფლიო

კრემლმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის რუსეთში ვიზიტი დააანონსა. ეს იქნება მისი პირველი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა თქვა მედიასთან, ვიზიტის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, რადგან მხარეებმა ისინი შეთანხმებით უნდა გამოაცხადონ.

რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტის" წერს, რომ მოდის ვიზიტი შესაძლოა ივლისში შედგეს. ინდური მედია სავარაუდო თარიღად 8 ივლისს ასახელებს.

ბოლოს ინდოეთის პრემიერი რუსეთს 2019 წელს სტუმრობდა.

უკრაინაში რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრისა და შემდგომი დასავლური სანქციების დაწყების შემდეგ, ინდოეთი გახდა რუსული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მყიდველი.

ინდოეთმა ხელი არ მოაწერა შვეიცარიაში გამართული, უკრაინაში მშვიდობის საერთაშორისო კონფერენციის საბოლოო კომუნიკეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S