Accentnews.ge
ისრაელის სასამართლომ ჯარში გაწვევა ულტრა-ორთოდოქსებზეც გაავრცელა

ისრაელის სასამართლომ ჯარში გაწვევა ულტრა-ორთოდოქსებზეც გაავრცელა

25/06/2024 15:54:57 მსოფლიო

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობას დაავალა, უზრუნველჰყოს ულტრა-ორთოდოქსური ებრაელების ჯარში გაწვევა ზოგადი საფუძვლით – სამხედრო სამსახურის შესახებ 1986 წლის კანონის უახლესი ვერსიის შესაბამისად.

სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი, განვასხვავოთ რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები (იეშივები) სხვა ისრაელელებისგან, რომლებიც გაწვევას ექვემდებარებიან.

კანონი, რომელიც იეშივა სტუდენტებისთვის გადავადებას უზრუნველყოფდა, 1949 წელს მიიღეს, რა დროსაც მათი რაოდენობა 400–მდე იყო, 2023 წლის მონაცემებით კი 63 ათასია.

2017 წელს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კანონი, რომელიც მთავრობას არ აძლევდა ულტრა-ორთოდოქსებს ჯარში გაწვევის უფლებას, მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა რეგულარულად აგრძელებდა გადავადებებს. უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი გადაწყვეტილებით ეს შეუძლებელი იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S