Accentnews.ge
მედია: მარკ რუტე NATO–ს გენმდივნად ოფიციალურად ოთხშაბათს დაინიშნება

მედია: მარკ რუტე NATO–ს გენმდივნად ოფიციალურად ოთხშაბათს დაინიშნება

25/06/2024 16:59:15 მსოფლიო

ნიდერლანდების მთავრობის მეთაურის ოფიციალური დანიშვნა ნატოს გენერალური მდივნის პოზიციაზე ოთხშაბათს, 26 ივნისს მოხდება. ამის შესახებ AFP დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ნატოს წევრი 32-ვე ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა ოფიციალურად დაამტკიცა რუტეს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნა, აცხადებენ AFP-ის წყაროები.

მათივე ცნობით, რუტე ვის უფლებამოსილების განხორციელებას 1 ოქტომბერს შეუდგება, როცა ნატოს მოქმედი გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მანდატი დასრულდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S