
ნორვეგია 1950-იანი წლების შემდეგ კვლავ შეუდგა მარცვლეულს მარაგების შექმნას
25/06/2024 17:12:48 ევროპა, მსოფლიო
ნორვეგიის მთავრობამ სამშაბათს, 25 ივნისს, ხელი მოაწერა შეთანხმებას ოთხ კერძო კომპანიასთან მარცვლეულის სტრატეგიული რეზერვების შესაქმნელად, რომლებიც გამოყენებული იქნება ომის, პანდემიის ან კლიმატის ცვლილების გამო ვითარების გაუარესების შემთხვევაში. წერს АР.
შეთანხმება ითვალისწინებს 30 ათასი ტონა მარცვლეულის შენახვას 2024 და 2025 წლებში კომპანიების არსებული სიმძლავრეებით ქვეყნის მასშტაბით.
ნორვეგიის მთავრობამ განმარტა, რომ კომპანიებს აქვთ თავისუფლება, განახორციელონ ინვესტიცია ახალ შესაძლებლობებში და თავად გადაწყვიტონ, სად სურთ მარცვლეულის შენახვა საგანგებო სიტუაციებისთვის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მარცვლეული უნდა მიაწოდონ მთავრობას.
„საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში სერიოზული შეფერხებების ან ეროვნული წარმოების შემცირების შემთხვევაში, უსაფრთხოების დამატებითი დონე უნდა არსებობდეს“, - ამბობს ნორვეგიის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
ნორვეგიის ხელისუფლება გეგმავს დამატებითი კონტრაქტების გაფორმებას, რათა 2029 წლისთვის დაახლოებით 82,5 ათასი ტონა მარცვლეულის მარაგი შექმნას. ითვლება, რომ ეს საკმარისი იქნება ნორვეგიის 5,6 მილიონიანი მოსახლეობის სამი თვის განმავლობაში მოსამარაგებლად.
როგორც AP იხსენებს, ნორვეგიას უკვე ჰქონდა მარცვლეულის მსგავსი სტრატეგიული მარაგი 1950-იან წლებში, მაგრამ 2003 წელს დახურა საწყობები საჭიროების არარსებობის გამო.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი ეირიკ კრისტოფერსენი თვლის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „შესაძლებლობის ფანჯარა“ რუსეთთან შესაძლო დაპირისპირებისთვის მომზადებისთვის ორ-სამ წლამდე შემცირდა.