
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ტელეფონით ისაუბრეს
26/06/2024 06:03:43 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელუსოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეს ლოიდ ოსტინსა და ანდრეი ბელუსოვს შორის პირველი სატელეფონო საუბარი იყო, მას შემდეგ რაც მაისში, იგი ვლადიმირ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრად დანიშნა.
„სატელეფონო საუბრისას თავდაცვის მდივანმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, - აღნიშნა პეტ რაიდერმა.
მისი ცნობით, ბოლოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი რუსეთის თავდაცვის მინისტრს 2023 წლის 15 მარტს ესაუბრა, როდესაც ამ პოზიციას სერგეი შოიგუ იკავებდა.