
რუსეთმა ახმედ ზაკაევზე ძებნა გამოაცხადა
26/06/2024 06:34:51 კავკასია
რუსეთის სასამართლომ იჩქერიის დევნილი მთავრობის მეთაური ახმედ ზაკაევი "ტერორისტული თემის შექმნისა და ტერორიზმის საჯარო გამართლების" საქმეზე დაუსწრებლად დააკავა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
საქმე დონის როსტოვის სამხრეთ რაიონულ სამხედრო სასამართლოს გადაეცა. პირველი სხდომა 2 ივლისს უნდა გაიმართოს.
საქმეში მეორე პირად ფიგურირებს მურად იუსუპოვი, რომელიც განიხილება ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მეთაურად (ოფიციალურად დანაყოფს ხელმძღვანელობს ჰაჯი-მურად ზუმსო). ბატალიონი უკრაინის არმიის საერთაშორისო ლეგიონის ნაწილია. რუსი გამომძიებლების თქმით, ახმედ ზაკაევმა „2022 წლის ივლისში, უკრაინის ტერიტორიაზე, თავი გამოაცხადა ე.წ. დამოუკიდებელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის ლიდერად და ჯგუფში აიყვანა იუსუპოვი, ისევე როგორც სხვა დაუდგენელი პირები, საომარ მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მონაწილეობის მისაღებად“.
მანამდე ახმედ ზაკაევმა კომენტარი გააკეთა რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ:
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დანაყოფის ჩამოყალიბებას, მომზადებას და მონაწილეობას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში - ეს ჩვენთვის დიდი პატივია".
ჩეჩნების რამდენიმე ქვედანაყოფი იბრძვის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021