
ვიქტორ ორბანი ემანუელ მაკრონს შეხვდება
26/06/2024 06:56:47 ევროპა
დღეს, 26 ივნისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პარიზს ეწვევა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება,– იტყობინება Europe 1.
შეხვედრაზე ვიქტორ ორბანი და ემანუელ მაკრონი ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის მიზნებს განიხილავენ, რომელიც 1 ივლისიდან დაიწყება.
მოსალოდნელია, რომ მხარეები უკრაინისა და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის საკითხსაც განიხილავენ.