
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე გახდა
26/06/2024 07:59:48 მსოფლიო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი ალან ბერსე აირჩია.
იგი ამ თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს და საქმიანობას 2024 წლის 18 სექტემბრიდან შეუდგება.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის პოსტზე ალან ბერსე მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს ჩაანაცვლებს.
2012–2023 წლებში ალენ ბერსე შვეიცარიის მთავრობის წევრი იყო, ამ პერიოდის განმავლობაში იგი ორჯერ (2018 და 2023 წლებში) იკავებდა კონფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას. მანამდე, ბერსე ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს. მთავრობაში მოსვლამდე იგი იყო შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის წევრი 2003 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში და თავმჯდომარეობდა სახელმწიფოთა საბჭოს – პარლამენტის ზედა პალატას 2008-2009 წლებში.