
როთი: "ქართული კოშმარით ევროპული ოცნება დასრულდა"
26/06/2024 08:03:15 ციტატა
"საქართველოში მმართველი პარტიის დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლები გადაწყვეტენ, შეაჩერონ ევროკავშირის პერსპექტივა თუ გააგრძელონ ევროპული გზა. ქართული კოშმარით ევროპული ოცნება დასრულდა", – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
ამავე თემაზე: ბორელი: შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს, მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განვიხილავთ.