Accentnews.ge
ხვიჩა კვარაცხელია: რთული თამაში იქნება

ხვიჩა კვარაცხელია: რთული თამაში იქნება

26/06/2024 09:16:57 საზოგადოება

26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება. ქართული ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოახლოებული მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მოტივირებული ვართ, რადგან მათ გარანტირებული აქვთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამოვიყენოთ შესაძლებლობა. ვეცდებით ისტორიას კიდევ ერთი გვერდი დავამატოთ... რონალდუსთან შეხვედრამდე არ ვნერვიულობ, პირიქით, მის წინააღმდეგ თამაშზე ვოცნებობდი. ბოლოს და ბოლოს, რონალდუ ევროპაში აღარ თამაშობს და სასიამოვნოა, რომ მას სანაკრებო დონეზე ვხვდები. მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, მის მაისურს მივიღებ."

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოსკოვის ლოკომოტივის ბაზასთან დაკავშირებით ადრე გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი სთხოვა, რომელსაც რუსული მედიის ცნობით, ხვიჩამ „საშინელ ადგილად“ უწოდა. კორესპონდენტმა ჰკითხა ფეხბურთელს: იყო თუ არა გაუგებრობა?

რაზეც კვარაცხელიამ უპასუხა: "არ მინდა ამაზე საუბარი, ჩვენ აქ ვართ პორტუგალიასთან მატჩზე სასაუბროდ".

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან მოახლოებული მატჩის მნიშვნელობა აღნიშნა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რობერტო მარტინესმა თქვა, რომ აუცილებელია კონცენტრირებული იყოს, რადგან ჯგუფში ადგილები ჯერ არ გათამაშებულა:

"ჩვენ ვემზადებით მორიგი გამარჯვებისთვის გუნდთან, რომელსაც გამარჯვება სჭირდება. ეს არის პორტუგალიური ფეხბურთის სახე. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი იმიჯის გასაუმჯობესებლად. არ მომწონს ძირითადი ცვლილებები, ჩემი მიზანი არ არის რევოლუცია, არამედ კონკურენტუნარიანი გუნდის გამოყვანა მოედანზე. ამიტომ წამყვანი მოთამაშეები თამაშს თავიდანვე დაიწყებენ“.

როგორც მარტინესმა თქვა, კრიშტიანუ რონალდუ და დიოგო კოსტა მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვლენ.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საქართველოს ნაკრები მეორე ადგილს მხოლოდ ერთი სცენარით დაიკავებს: პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში და თუ ჩეხეთი თურქეთს დაამარცხებს.

თუ საქართველო ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, მერვედფინალში ავსტრიას შეხვდება, ხოლო მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – ესპანეთს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S