Accentnews.ge
ჩინეთმა პოლონეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო

ჩინეთმა პოლონეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო

26/06/2024 09:42:31 მსოფლიო

ჩინეთმა განაცხადა, რომ გააფართოვებს უვიზო მიმოსვლის პროგრამას პოლონეთის, ასევე ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ შესვლა 15 დღით შეეძლებათ.

უვიზო პროგრამა 1 ივლისს დაიწყება და 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

მისი გამოყენება შესაძლებელია მივლინებისთვის, ტურიზმისა და ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად, აღნიშნეს სამინისტროში.

შეზღუდვების შემსუბუქება განხორციელდა პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, სადაც ის ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა.

ჩინეთი მზად არის, ითანამშრომლოს პოლონეთთან და სხვა ქვეყნებთან მდგრადი განვითარებისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S