
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს
26/06/2024 09:49:37 კავკასია, პოლიტიკა
ხვალ, 27 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.
„საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებს და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან",– აანონსებს სამინისტრო.