Accentnews.ge
ესპანეთში კატალონიელ სეპარატისტებთან მიმართებით პირველად გამოიყენეს ამნისტიის კანონი

ესპანეთში კატალონიელ სეპარატისტებთან მიმართებით პირველად გამოიყენეს ამნისტიის კანონი

26/06/2024 10:05:07 ევროპა

ესპანეთში, კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ პირველად გამოიყენა კატალონიელი სეპარატისტებისთვის ამნისტიის კანონი პოლიტიკოსისა და პოლიციელის მიმართ, რომლებიც გაასამარლეს ესპანეთის ავტონომიის დამოუკიდებლობის უკანონო გამოცხადებასთან დაკავშირებულ ქმედებებში. იტყობინება Euractiv.

ამნისტირებულთა შორის არიან კატალონიის ყოფილი შს მინისტრი მიკელ ბუხი და კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელის კარლეს პუჩდემონის დაცვის ყოფილი თანამშრომელი ლუის ესკოლა.

მაისის ბოლოს ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ საბოლოოდ მიიღო საკამათო კანონპროექტი კატალონიელი სეპარატისტებისთვის ამნისტიის შესახებ. კანონის გამოყენება თითოეიულ შემთხვევაში მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ.

კანონპროექტმა გამოიწვია ფართო პროტესტი, მათ შორის რიგი მოსამართლეების და ოპოზიციის მხრიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S