Accentnews.ge
ამერიკის საელჩო: ეს დროშა აშშ-საქართველოს ერთობლივი თავგანწირვისა და ერთგულების სიმბოლოა

ამერიკის საელჩო: ეს დროშა აშშ-საქართველოს ერთობლივი თავგანწირვისა და ერთგულების სიმბოლოა

26/06/2024 10:06:22 პოლიტიკა, თავდაცვა

საქართველოში აშშ–ის საელჩო აქვეყნებს დროშის ფოტოს, რომელსაც, დიპლომატიური უწყების ცნობით, უნიკალური ისტორია აქვს.

"ეს დროშა აშშ-საქართველოს ერთობლივი თავგანწირვისა და ერთგულების სიმბოლოა.2013 წლის 6 ივნისს, როდესაც ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ბაზას თალიბანი დაესხა თავს, ამერიკის ეს დროშა საქართველოს დროშის გვერდით ფრიალებდა. თავდასხმისას ქართველმა სამხედრომ, ვასილ მელიქიძემ ჩვენი ქვეყნების ეროვნული სიმბოლოები მტრის ხელში ჩაგდებისგან იხსნა. ამერიკის ეს დროშა 2020 წელს ამერიკელ საზღვაო ქვეითებს დაუბრუნდათ. ახლა კი მას სამუდამო ბინა აშშ-ის საელჩოში დავუდეთ.

2013 წლის 6 ივნისის თალიბანის თავდასხმას შვიდი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა: თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ჩუგოშვილი,ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და მიხეილ ნარინდოშვილი. მათთან ერთად პატივს მივაგებთ ყველა ქართველი და ამერიკელი სამხედროს ხსოვნას ვინც ერთად იმსახურა და ერთად გაწირა თავი", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S