Accentnews.ge
ორბანი: უნგრეთი არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

ორბანი: უნგრეთი არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

26/06/2024 10:40:08 ევროპა

უნგრეთის პრემიერი კვლავ აკრიტიკებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ამბობს, რომ არ შეეწინაღმდეგება ამ პროცესს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა Funke-სთან განაცხადა.

ორბანის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება "წმინდად პოლიტიკური მიზეზებითაა მოტივირებული" და რომ აუცილებელია უკრაინის გაწევრიანების შესაძლო შედეგებისა და გავლენის დეტალური ანალიზი.

"უნგრეთი არ ეთანხმება ამ პროცესს, მაგრამ ჩვენ არ ვბლოკავთ ამ გადაწყვეტილებას",- ამბობს ორბანი.

გასულ კვირას უნგრეთის პრემიერი ასევე აცხადებდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინაში სამხედრო მისიის ორგანიზებას აპირებს, თუმცა მისი ქვეყანა ინიციატივას არ შეუერთდება.

მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S