
IDF აცხადებს, რომ "ჰამასის" იარაღის კონტრაბანდისტი მოკლეს დრონით თავდასხმისას
26/06/2024 10:46:37 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონით თავდასხმისას დაიღუპა "ჰამასის" წევრი ვისამ აბუ იშაქი, რომელსაც იარაღი არალეგალურად რაფას გავლით ღაზაში გადმოჰქონდა.
იტყობინებიან, რომ მას ეგვიპტიდან ღაზაში იარაღი მიწისქვეშა გვირაბებით შეჰქონდა.
ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთ საზღვარზე დრონით იერიში 25 ივნისს მიიტანა.
როგორც განიმარტა, სამიზნეები იყო გვირაბები და შენობები, სადაც "ჰამასის" წევრები აფარებდნენ თავს.
IDF აცხადებს, რომ ვისამ აბუ იშაქს "ჰამასისთვის" იარაღი არალეგალური ბოლო წლების მანძილზე გადაჰქონდა. და მას შემდეგ, რაც ისრაელმა რაფის გამშვები პუნქტი, ეგვიპტე-ღაზას სასაზღვრო ტერიტორია დაიკავა, "ჰამასი" ვეღარ ახერხებს ამ გზით იარაღის შეტანას.