Accentnews.ge
მედია: ისრაელის თავდასხმას "ჰამასის" ლიდერის ოჯახი ემსხვერპლა

მედია: ისრაელის თავდასხმას "ჰამასის" ლიდერის ოჯახი ემსხვერპლა

26/06/2024 12:10:38 მსოფლიო

"ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს და, მათი დიდი ოჯახის ცხრა წევრთან ერთად დაიღუპა ღაზაზე სამშაბათს დილით ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, ამის შესახებ The Times of Israel ტერორისტული ჯგუფზე და მედიაზე დაყედნობით წერს.

ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"ჰამასის" თქმით, შატიში თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის "ჰამასის" ლიდერის და. "ჰამასის" მედიის ცნობით, 10-ვე ადამიანი ჰანიეს ოჯახის წევრი იყო.

მედიის ცნობით, ჰანიე ძირითადად ემიგრაციაში ცხოვრობს დოჰაში, კატარში. მისი სამი ვაჟი, რომლებიც IDF-ის ინფორმაციით, ასევე "ჰამასის" წევრები იყვნენ, და მისი ოთხი შვილიშვილი დაიღუპა ისრაელის თავდასხმის დროს აპრილში. ნოემბერში, ომის პირველ კვირებში კიდევ ერთი შვილიშვილი გარდაიცვალა. 2024 წლის დასაწყისში ისმაილ ჰანიეს ერთ-ერთი და, რომელიც ისრაელში ცხოვრობს ჰამასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S