
ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ
26/06/2024 12:11:23 მსოფლიო
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ბელგიის ინფორმაციით, ბლოკის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ.
"ეს სასანქციო პაკეტი გააძლიერებს ჩვენს ზომებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლაზე", - წერს ბელგიის მთავრობა სოციალურ ქსელში.
კონკრეტულად რა ზომებს მოიცავს ახალი პაკეტი ჯერ–ჯერობით უცნობია.