Accentnews.ge
ბერძნული მედია მასშტაბური „შეკრების“ შესახებ წერს ქართველი და რუსი კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობით

ბერძნული მედია მასშტაბური „შეკრების“ შესახებ წერს ქართველი და რუსი კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობით

26/06/2024 12:29:13 სამართალი

ბერძნული მედა წერს, მათ შორის, ქართველი კლიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობით კრიმინალური "შეკრების" შესახებ, რომელთა ნაწილიც პოლიციამ დააკავა.

მედიის ცნობით, "შეკრებაში" ათენში შედგა და გარდა ქართველებისა, მასში ჩართული იყვნენ უკრაინის, რუსეთის, მოლდოვასა და საბერძნეთის კრიმინალური ავტორიტეტები, ჯამში 15–მდე ადამიანი.

მედია წერს, რომ საბერძნეთის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ მიიღო ინფორმაცია, რომ საბერძნეთში უნდა გამართულიყო შეხვედრა, რომელსაც უცხოეთიდან ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტები დაესწრებოდნენ. პოლიციამ იცოდა ამ შეხვედრის ადგილი და მონაწილეები მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანა.

შეხვედრის მიზანი უცნობია, თუმცა, საბერძნეთის პოლიციის შეფასებით, მონაწილეები „სერიოზულ დანაშაულს“ ამზადებდნენ, – წერს გამოცემა.

პოლიციამ შეხვედრის სამი მონაწილე დააკავა. ისინი მოლდოვადან, უკრაინიდან და რუსეთიდან არიან.

მედიის ცნობით, უკრაინელი რუსეთში ყაჩაღობისთვის იძებნებოდა. კიდევ ერთ დაკავებულს ესპანეთში ჰქონდა ბრალი წარდგენილი, ხოლო მეორეს იარაღის შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული.

გამომძიებლები ახლა ადგენენ, ეკუთვნიან თუ არა დაკავებულები საერთაშორისო კრიმინალურ ჯგუფებს, როგორიცაა "ქურდული სამყარო".

რაც შეეხება "შეკრების" დანარჩენ მონაწილეებს, მედია არ წერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S