მესტიის, გოდერძისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებში ფრენის ნებართვა ავსტრიულ კომპანიას მიენიჭა

15-01-2020 13:13:29 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანიაზე – Wucher Helicopter Gmbh ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, Wucher Helicopter Gmbh მიმდინარე წლის 15 აპრილამდე გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი სამი ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „ჰელი სქიინგ“ (Heli-skiing) ტურებს მოემსახურება. ფრენები 18 იანვრიდან, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ზონაში ოპერირებით დაიწყება.

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).

Wucher Helicopter Gmbh-ის გარდა, „ჰელი სქიინგ“ (Heli-skiing) ტურებს გუდაურსა და მესტიაში გერმანული HTM Helicopter Travel Munich GmbH ემსახურება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები