Accentnews.ge
CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში სამხედრო კონტრაქტორების განლაგებაზე დე ფაქტო აკრძალვის მოხსნის საკითხს განიხილავს

CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში სამხედრო კონტრაქტორების განლაგებაზე დე ფაქტო აკრძალვის მოხსნის საკითხს განიხილავს

26/06/2024 12:51:42 მსოფლიო

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში სამხედრო კონტრაქტორების განლაგებაზე დე ფაქტო აკრძალვის მოხსნის საკითხს განიხილავს, – იუწყება CNN.

მისი ცნობით, აღნიშნულის მიზანად აშშ-ის მიერ კიევისთვის მიწოდებული იარაღის სისტემების შენარჩუნება და მათ შეკეთებაში დახმარების გაწევა სახელდება.

"აშშ ეძებს გზებს, რათა უკრაინის არმიას რუსეთის წინააღმდეგ უპირატესობის მოპოვებაში დაეხმაროს", – იტყობინება CNN.

მისი ინფორმაციით, ცვლილება სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ამოქმედდება.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ბაიდენი დაჟინებით მოითხოვდა, ყველა ამერიკელი, განსაკუთრებით კი ამერიკული ჯარები შორს ყოფილიყვნენ უკრაინის ფრონტისგან. დღემდე აშშ-ის მიერ მოწოდებული სამხედრო ტექნიკა, რომელიც საბრძოლო მოქმედებებისას დაზიანდებოდა, შესაკეთებლად პოლონეთში, რუმინეთში ან NATO-ს სხვა ქვეყნებში უნდა გაეტანათ, რაც დამატებით დროს მოითხოვდა. აშშ-ის ჯარები ხელმისაწვდომია უკრაინელების დასახმარებლად რუტინული მოვლისა და ლოგისტიკის კუთხით, მაგრამ მხოლოდ ვიდეო ჩართვის ან უსაფრთხო ტელეფონის საშუალებით, რადგან აშშ-ის ჯარებსა და კონტრაქტორებს არ შეუძლიათ სისტემებზე ადგილზე მუშაობა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაიწყეს ამ შეზღუდვების სერიოზულად გადახედვა", – იუწყება CNN.

როგორც გამოცემა იტყობინება, F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები, რომელთაც უკრაინა მიმდინარე წლის ბოლოს მიიღებს, რეგულარულ მოვლა-პატრონობას საჭიროებენ.

"მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები, რომლებიც იცნობენ უკრაინაში კონტრაქტორების განლაგების შესახებ დისკუსიებს, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ–ის პოლიტიკის ცვლილება არ გამოიწვევს იქ ამერიკელი კონტრაქტორების ისეთ წარმოდგენილობას, როგორიც ერაყსა და ავღანეთში იყო. სავარაუდოდ, საუბარია რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ კონტრაქტორზე, რომლებიც უკრაინაში იმუშავებენ", – იუწყება CNN.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S