Accentnews.ge
"ეს საქმე აუცილებლად გახდება პრეცედენტული" – კუპრაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

"ეს საქმე აუცილებლად გახდება პრეცედენტული" – კუპრაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

26/06/2024 13:59:45 სამართალი, საზოგადოება

პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალურ მდივანს ირაკლი კუპრაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭეს.

კუპრაძის თქმით, მას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვიდეოჩანაწერები მიაწოდა, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ძალადობენ სამართალდამცველები მასზე ფიზიკურად 16 აპრილის საპროტესტო აქციაზე:

"დამიბარეს სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში, საუბარი შეეხებოდა ძალიან მარტივ საქმეს, ეს არის 16 აპრილს ჩემი დაკავება, რა საქმეზეც მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი".

მისი თქმით, პირები, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულები არ არიან:

"სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირება მომხდარი იმ დამნაშავე სპეცრაზმელების, რომლებიც ამ დანაშაულებრივ დავალებას ასრულებდნენ. ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების დავალება, რომელიც, რა თქმა უნდა, სპეცრაზმმა შეასრულა.

ეს საქმე აუცილებლად გახდება პრეცედენტული სხვა ფაქტებთან ერთად იმიტომ, რომ ვიდეო ჩანაწერების გადახვევის დროს მქონდა შესაძლებლობა, სხვების დაკავების კადრებიც მენახა, სადაც აშკარად ჩანს, ერთი, პოლიტიკური დავალება, მეორე, ანგარიშსწორება და ფიზიკური ძალადობა მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებზე, რომლებსაც ადგილზე აკავებდნენ.

ის, რასაც ჩვენ სიტყვიერად ვსაუბრობდით, დაზუსტდება იმ ვიდეოჩანაწერებით, რომლებიც გახდება აუცილებლად საჯარო. სულ რამდენიმე დღეში საბოლოოდ მოგვაწვდიან ვიდეო კადრებსაც" - თქვა კუპრაძემ "ტვ პირველთან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S