ირანში ჟურნალისტებმა სახელმწიფო არხი დატოვეს: "მაპატიეთ, რომ გატყუებდით"

15-01-2020 14:07:50 მსოფლიო

ირანში სახელმწიფო ტელევიზიის სამმა წამყვანმა სამსახური დატოვა.

როგორც „გარდიანი“ იუწყება, ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა გელარე ჯაბარიმ საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელით ამცნო და მაყურებელს ბოდიში მოუხადა, რომ „13 წლის განმავლობაში ატყუებდა“.

„ჩემთვის ძალიან რთული იყო იმის დაჯერება, რომ ჩვენი მოქალაქეები მოკლეს. მაპატიეთ, რომ ეს გვიან გავიგე. მაპატიეთ, რომ 13 წლის განმავლობაში გატყუებდით“, – წერდა ტელეწამყვანი, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაიშალა.

სამსახური დატოვეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლის (IRIB) ორმა წამყვანმა. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ მედიაში დაბრუნებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ განახლდა, რაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინის ავიახაზების სამგზავრო ავიალაინერი სამხედროებმა შეცდომით ჩამოაგდეს. გასულ წელს ირანში საპროტესტო აქციებზე ასობით ადამიანი მოკლეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები