Accentnews.ge
"რუსეთის გმირმა" 18 წლის გოგო მოკლა წოდების მინიჭების აღნიშვნისას

"რუსეთის გმირმა" 18 წლის გოგო მოკლა წოდების მინიჭების აღნიშვნისას

26/06/2024 17:16:13 მსოფლიო

რუსეთის არმიის 74-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის მოადგილემ. "რუსეთის გმირმა" ირეკ მაგასუმოვმა 18 წლის გოგო მოკლა.

დანაშაული ანექსირებულ ლუგანსკში მოხდა.

საქმის მასალების მიხედვით, მაგასუმოვი კაპიტან პაველ იასკევიჩთან და არტურ პუზანკევიჩთან ერთად ბარში აღნიშნავდა ვლადიმირ პუტინის მიერ მისთვის "რუსეთის გმირის" წოდების მინიჭებას. ბარში სამხედროებს ორი გოგონა შეუერთდა, რომელთაგან ერთ–ერთმა მას სთხოვა, რომ ესროლა იარაღიდან. მთვრალმა მაგასუმოვმა გოგოს მკერდის არეში ესროლა.

იასკევიჩმა დაწერა აღიარებითი ჩვენება, მაგრამ მოგვიანებით უარყო. მაგასუმოვის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ გასროლა შემთხვევით მოხდა, როდესაც ჯარისკაცი პისტოლეტს ბუდეში დებდა.

როგორც იუწყებიან, სასამართლომ მას 11 წელი მიუსაჯა, "გმირის" წოდება ჩამოართვა, თუმცა სამხედრო სტატუსი – ვიცე–პოლკოვნიკი შეუნარჩუნა.

ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S