
რუსეთში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, დაშავებულია ათობით ადამიანი
26/06/2024 17:29:01 მსოფლიო
კომის რესპუბლიკაში ვორკუტა-ნოვოროსიისკის სამგზავრო მატარებლის ცხრა ვაგონის რელსებიდან გადასვლის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეგრამ–არხი Mash.
გამოცემის ცნობით, მძიმედ დაშავდა ხუთი ადამიანი. მგზავრების გადაყვანა ორი აღმდგენი მატარებლით იგეგმება, რომლებიც ახლა ავარიის ადგილზე მიემგზავრებიან.
"წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი გახდა რელსების მორღვევა უხვი ნალექის შედეგად",– იუწყება რუსეთის რკინიგზის პრესსამსახური.
Shot აღნიშნავს, რომ მატარებელი შედგებოდა 14 ვაგონისგან, რომლებშიც 232 მგზავრი იმყოფებოდა.
მისი მონაცემებით, სამი შვეულმფრენი გაგზავნეს დაშავებულების ევაკუაციისთვის.