წვიმამ ქუთაისსა და მარტვილში მოსახლეობა დააზარალა

26-06-2024 21:55:17 საზოგადოება ,რეგიონები

წვიმამ პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში.

ქუთაისში კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ოღასკურა, შედეგად, ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დატბორა. წყალი შევიდა მაღაზიებში, კორპუსების სარდაფებსა და სახლების ეზოებში .

მოქალაქეები ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტს ინტენსიური წმენდა სჭირდება, რაც ძლიერი წვიმის დროს მათ ზიანს შეამცირებდა.

ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც შექმნა პრობლემები.

მარტვილის მერიაში ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის გამო სოფლებში ღელეები გადმოვიდა კალაპოტიდან და სოფლების ნაწილში დაიტბორა გზები, ეზოები, სახლების პირველი სართულები.

ამ დროის მონაცებით, საუბარია დაახლოებით 6 სოფელზე.

News

Other news