
მედია: რუსული ჯარების უპირატესობა არტილერიის გამოყენებაში მნიშვნელოვნად მცირდება
26/06/2024 18:05:26 მსოფლიო
რუსული ჯარების უპირატესობა არტილერიის გამოყენებაში თანდათან მნიშვნელოვნად მცირდება, იუწყება RBC-Ukraine უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან წყაროზე დაყრდნობით.
თუ 2024 წლის დასაწყისში, საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტის გამო, ყოველი შვიდ რუსულ საარტილერიო გასროლას უკრაინელები ერთით პასუხობდნენ, ახლა ეს თანაფარდობა 3:1-მდე შემცირდა, – ამბობს სააგენტოს თანამოსაუბრე.
თებერვლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ჯარების უკან დასახევად საკმარისია საარტილერიო გასროლების თანაფარდობა 3:1 ან 1,5:1 რუსების სასარგებლოდ.