
კობიაშვილი: ამაყები ვართ, რომ მოვესწარით ამ დღეს! ისტორია გრძელდება!
26/06/2024 21:41:48 საზოგადოება, ციტატა
„წარმოუდგენელია, სიტყვებით ვერ აღვნიშნავ უნდა ნახოთ რა ხდება გასახდელში. ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ მოვესწარით ამ დღეს – ევროპის ჩემპიონატზე ვართ! ამაყები ვართ. ისტორია გრძელდება! გილოცავთ ყველას“,- განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
.