
სასამართლომ "ანას ბაღში" დაკავებულები 900 და 700 ლარით დააჯარიმა
15/01/2020 10:42:32 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ანას ბაღში” 10 იანვარს მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული ერთი პირი 900 ლარით დააჯარიმა, სამი კი 700-700 ლარით.
სასამართლომ 900 ლარით გიორგი ფხალაძე დააჯარიმა, ხოლო 700-700 ლარით - გიორგი გიგაშვილი, იოსებ ყაჯრიშვილი და გიორგი ჯიბლაძე.
აღნიშნული პირები 10 იანვარს, 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.