
მედია: დღეს ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გაფორმდება
27/06/2024 06:03:27 მსოფლიო
მედია: დღეს ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გაფორმდება, -იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში -მათ შორის იარაღის მიწოდების, სამხედრო წვრთნების, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისა და განაღმვითი სამუშაოების შესრულების კუთხით.
დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ „მომავალი აგრესიის“ შემთხვევაში, ევროკავშირი და უკრაინა 24 საათის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კიევის საჭიროებებზე და სწრაფად განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს ვალდებულებების შესაბამისად.
პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები ძალაში დარჩება, სანამ უკრაინა თავის ევროპულ გზას მიჰყვება და გადაიხედება არაუგვიანეს 10 წლის შემდეგ.
დოკუმენტი სავარაუდოდ, ევროკავშირის ლიდერების სამიტის ფარგლებში გაფორმდება.