Accentnews.ge
კადიროვი ტერორიზმში მონაწილეთა ნათესავების ლიკვიდაციას დასაშვებად მიიჩნევს

კადიროვი ტერორიზმში მონაწილეთა ნათესავების ლიკვიდაციას დასაშვებად მიიჩნევს

27/06/2024 06:55:01 მსოფლიო

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტერორიზმში მონაწილეთა ნათესავების ლიკვიდაციას დასაშვებად მიიჩნევს.

"ბრალდებულები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. ვინც ხელს აღმართავს ძმაზე (იგულისხმება პოლიციელი), უნდა ესმოდეს, რომ სისხლის აღებით დავუხოცავთ ყველას - მამას, ძმას, ბიძას“, - განაცხადა, "რადიო თავიუსფლების" პროგრამა "Кавказ.Реалии"–ს ცნობით, კადიროვმა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ჩეჩნური ოპოზიციური საინფორმაციო არხები იუწყებიან, რომ დაღესტანში 23 ივნისს მომხდარი თავდასხმების შემდეგ ჩეჩნეთში პოლიაცია მასობრივად აკავებს ყველას, ვისაც ეჭვმიტანილად მიიჩნევს.

23 ივნისს დაღესტანში თავს დაესხნენ პოლიცილებს, ეკლესიასა და სინაგოგას, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე "ტერაქტის“ მუხლით აღძრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S