პუტინი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით საკუთარი ვერსიის წარდგენას გეგმავს

15-01-2020 15:11:22 მსოფლიო

კრემლი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით მსოფლიოსთვის საკუთარი ვერსიის წარდგენას გეგმავს. ამის სესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წლიური მიმართვისას განაცხადა.

"საბჭოთა გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში რუსეთს დღესაც შთააგონებს... ვგეგმავთ, შევქმნათ ომთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მსოფლიოს უდიდესი არქივი და მსოფლიოს სიმართლე დავუმტკიცოთ, რადგან დეზინფორმაცია ვრცელდება. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი გმირების ხსოვნა“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინი ირწმუნება, რომ დასავლეთის ქვეყნები უგულვებელყოფენ იმ მსხვერპლს, რომელიც საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დროს გაიღო.

ცნობისთვის: ბოლო დროს, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნები თავიანთი პოზიციის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. ვლადიმერ პუტინმა, ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას „სამარცხვინო ტყუილი“ უწოდა. რეზოლუციის თანახმად, 1939 წელს გაფორმებულმა „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა“ მეორე მსოფლიო ომს საფუძველი დაუდო. ცოტა ხნის შემდეგ კი პუტინმა პოლონეთი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოლონეთის ელჩი გერმანიაში იყო „ნაბიჭვარი, ანტისემიტი, ღორი“, რასაც პოლონეთის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულ საკითხზე საკუტარი პოზიცია დააფიქსირა ქვეყანაში აშშ–ის ელჩმაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები