Accentnews.ge
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ

27/06/2024 07:15:04 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი განეიტრალებულია.

"უკრაინელებმა 4 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“, 1 X-59/X-69 მართვადი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 23 დრონი ჩამოაგდეს. სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 6 რაკეტა და 23 დრონი გაუშვეს", – აცხადებს საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი.

მისი ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა მოიგერიეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S