
შოთა არველაძე: "ვიჯერებთ დაუჯერებელს და შემდეგ ასეთი დღეები რეალობად იქცევა, საქართველო, წინ! "
27/06/2024 08:08:18 ციტატა
"ვიჯერებთ დაუჯერებელს და შემდეგ, ასეთი დღეები რეალობად იქცევა. მადლობა მთელ გუნდს, "სტაფს" და ყველა ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება რეალური გახადა. საქართველო, წინ!", - ასე ეხმიანება ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას.
ცნობისთვის: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.