Accentnews.ge
პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში სამი მოსამართლე აირჩია

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში სამი მოსამართლე აირჩია

27/06/2024 09:15:49 სამართალი

საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს პლენარულ სესიაზე ცოტა ხნის წინ უყარეს კენჭი.

საპარლამენტო უმრავლესობამ 80 ხმით მხარი დაუჭირეს გიზო უბილავას, ხოლო 78 ხმით - ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურები დაამტკიცეს.

მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილებას გვარების ანბანური თანმიმდევრობით შეუდგებიან. გიზო უბილავა უფლებამოსილებას დღეიდან შეუდგება, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი კი – 18 ოქტომბრიდან.

სამივე მოსამართლე სასამართლოში „კლანის“ არსებობას უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S