Accentnews.ge
ლიეტუვა უკრაინას ქვეყნის მშპ-ს 0,25%-ის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ლიეტუვა უკრაინას ქვეყნის მშპ-ს 0,25%-ის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს

27/06/2024 09:39:57 მსოფლიო

ლიეტუვის სახელმწიფო თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) არანაკლებ 0,25% გამოყოს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა X– ზე.

„ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას გამარჯვებამდე. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ თავისუფლებას“, - აღნიშნა ქვეყნის ლიდერმა.

როგორც ლიტვური მაუწყებელი LRT წერს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მთავარ მრჩეველ კესტუტის ბუდრისზე დაყრდნობით, ქვეყანა ყოველწლიურად გამოყოფს მშპ-ს მინიმუმ 0,25%-ს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში. დღეს ეს არის 190 მილიონი ევრო წელიწადში.

მან გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ საბჭომ დაამტკიცა უკრაინის მხარდაჭერის სამწლიანი გეგმა, რომელიც უახლოეს სამ წელიწადში უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამყოფას ითვალისწინებდა. თუმცა, მისი თქმით, ლიეტუვის მხარდაჭერამ „გააჭარბა მოსალოდნელ მაჩვენებლებს“.

აპრილში ლიეტუვამ უკრაინას გადასცა M577 ჯავშანტრანსპორტიორი, ხოლო მარტში - 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის პარტია.

მანამდე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს კიევს სამხედრო დახმარება გაუწიოს მშპ-ს 0,25%-ის ოდენობით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S