Accentnews.ge
ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დებატებს 27 ივნისს გამართავენ

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დებატებს 27 ივნისს გამართავენ

27/06/2024 09:54:01 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნოემბრის არჩევნებამდე პირველ დებატებს 27 ივნისს გამართავენ.

დებატები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყება CNN-ზე აუდიტორიის გარეშე და 90 წუთი გაგრძელდება. ტელეკომპანიის ცნობით, კანდიდატები ვერ გამოიყენებენ შენიშვნებს, როდესაც კანდიდატის ჯერი დადგება, მიკროფონი ჩაირთვება.

მოელიან, რომ დებატები შეიძლება გახდეს გარდამტეხი მომენტი ხმებისთვის ბრძოლაში.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S