ჯარისთვის გაყინული ხორცის მიმწოდებელი კომპანია დაჯარიმდა

15-01-2020 15:36:17 ეკონომიკა

თავდაცვის სამინისტროს შპს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია დააჯარიმა 2019 წლის ბოლოს ყველა მოწოდებული პარტიის გამო. დაჯარიმების საფუძველი გახდა პროდუქტზე ჩატარებული ექსპერტიზა.

„ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი კომპანია (შ.პ.ს. საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“) ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ყველა შემოტანილ პარტიაზე (3-ჯერ) დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რომლის ჯამურმა ოდენობამ - 124 950 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2020 წლიდან ქართული ჯარი უკვე მარაგდება უმაღლესი ხარისხის გაუყინავი ქართული წარმოების ხორცით.

კვების საკითხზე ქართული მედია გაწულ წერს წერდა. კერძოდ, საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ჩანაცვლდა, ლევან იზორიას მინისტრობის დროს, ქართული ნედლი ხორცით ჯარის მომარაგება უკრაინიდან იმპორტირებული გაყინული ხორცით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები