Accentnews.ge
მამარდაშვილი: შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა და ერთად გავაგრძელოთ ისტორიის წერა

მამარდაშვილი: შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა და ერთად გავაგრძელოთ ისტორიის წერა

27/06/2024 10:26:36 ციტატა

"დაუვიწყარი ღამე, რომელიც ყველა ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. გილოცავთ, ჩვენ ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დავწერეთ. შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა და ერთად გავაგრძელოთ ისტორიის წერა!", – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.

მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S