
მირზოიანი: მზად ვართ, გავხსნათ საზღვარი და აღვადგინოთ ურთიერთობები თურქეთთან
27/06/2024 11:53:14 კავკასია
სომხეთი მზად არის, გასხნას საზღვარი და აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ესტონეთში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სომხეთი მზად არის თურქეთთან ურთიერთობების სრულად დარეგულირებისთვის, მათ შორის საზღვრების გახსნისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად",- თქვა მირზოიანმა.
მინისტრმა მიუთითა, რომ ქვეყნებს შორის უკვე არსებობს "ურთიერთობების ეტაპობრივი დარეგულირების" შეთანხმება და დრო მოვიდა ამ მოლაპარაკებების რეალიზაციის.
მანამდე 20 ივნისს სომხეთის პრემიერის ადმინისტრაცია რეჯეფ თაიპ ერდოღანსა და ნიკოლ ფაშიანინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით წერდა, რომ 2 ქვეყანა მზად არის ურთიერთობების დარეგულირებისთვის. პრეს-რელიზში ხაზგასხმული იყო, რომ დარეგულირების პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაიწყებოდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021