Accentnews.ge
როთი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ეხმიანება: თუ საქართველო 26 ოქტომბერსაც გაიმარჯვებს, ყველაფერი იდეალურად იქნება

როთი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ეხმიანება: თუ საქართველო 26 ოქტომბერსაც გაიმარჯვებს, ყველაფერი იდეალურად იქნება

27/06/2024 12:00:09 ციტატა

"ვულოცავ ჩემ ქართველ მეგობრებს "ევრო 2024"–ზე გამარჯვებას. თუ საქართველო 26 ოქტომბერსაც გაიმარჯვებს, ყველაფერი იდეალურად იქნება", – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.

მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S